საზოგადოება
თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა
თბილისიდან რამდენიმე მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. მგზავრობის საფასური დასავლეთის მიმართულებით 5 ლარით გაიზარდა.
ავტოსადგურ „ოკრიბაში” „ბიზნეს პრეს ნიუსთან” საუბარში განაცხადეს, რომ მარტვილისა და ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობის ფასი 25-დან 30 ლარამდე გაიზარდა. ქუთაისის მიმართულებით კი ღირებულება 20-დან 25 ლარამდე მოიმატა. ფასის ზრდა მაისის ბოლოდან ამოქმედდა.