22 მაისს საბურთალოს ნაწილის მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩება
22 მაისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საბურთალოს რაიონში, ასლანიდისა და აფაქიძის ქუჩებზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სავალდებულო სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
შეზღუდვა მოქმედებს 22 მაისის 22:00-დან 23 მაისის 15:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:
საბურთალოს რაიონი — პეკინის ქ. №7–31, შარტავას ქ. №1–43, ხვიჩიას ქ. №15–31 და №14–40, ცინცაძის ქ. №1–17 და №2–8, იყალთოს ქ. №1 და №2, კანდელაკის №2, კალანდაძის, იოსებიძის, ბროლოსანის, ქუთათელის, მიროტაძის, აფაქიძის, აკურის, ბერბუკის, ალექსიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, დები იშხნელების და სულაკაურის ქუჩები; საქაძის დაღმართი და საქაძის მე-2 გასასვლელი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. ინფორმაცია: ✆ 2 93 11 11, gwp.ge.