← მთავარი
სპორტი

თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა

16 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა

თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა

        სპორტი • 13:24

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა.

გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთვნილი თასი ოლიმპიური კომიტეტისგან სიმბოლურად დედაქალაქის მერმა ჩაიბარა, მომავალში კი იგი თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება.

დედაქალაქის მერმა გამარჯვებული გუნდის წევრებს სიტყვით მიმართა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი ახალგაზრდა მონაწილეობს სპორტულ შეჯიბრებში. ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებული გახდა თბილისის გუნდი, რაც ძალიან სასიხარულოა. გულწრფელად მინდა, მოგილოცოთ ეს წარმატება, რადგან სპეციალური თასის მოპოვება თქვენი დამსახურებაა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოოვანი პროექტი განვახორციელეთ იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო სპორტის ყველა სახეობის განვითრებისთვის. დღეს ვიმყოფებით სამგორის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო მომავალ თაობაზე. გარდა ამისა, გვაქვს პროგრამა, რომლითაც ხელს ვუწყობთ 60+ ადამიანებს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ისარგებლონ ყველა იმ სპორტული ინფრასტრუქტურით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული და მუნიციპალიტეტი მათ ხელშემწყობ პროექტებს მომავალშიც აქტიურად განახორციელებს.

„მიხარია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. ბევრი თქვენგანი ფიქრობს პროფესიონალურ სპორტზე. მინდა, ამ ყველაფერში წარმატებები გისურვოთ. ვიცი, როგორია სპორტსმენის გზა, რომელიც სავსეა გამოწვევებით, თუმცა ყველა გადალახული სირთულის დროს უფრო ვძლიერდებით. ასეა ყველაფერში.  ამიტომ, არ შეუშინდეთ მათ. პირიქით, უფრო მეტი ენთუზიაზმით, ენერგიით, შრომისმოყვარეობით და, რაც მთავარია დისციპლინით, შეძლებთ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასშტაბური სპორტული პროექტი წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით პირველად განხორციელდა, რომელშიც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის გუნდიც მონაწილეობდა.

შეჯიბრები გაიმართა სპორტის 17 სახეობაში და მასში მონაწილეობა მიიღო 1 200-მა სპორტსმენმა მთელი საქართველოს მასშტაბით. ფესტივალში თითქმის ყველა სახეობაში აბსოლუტური უპირატესობით წარმოჩინდა დედაქალაქის გუნდი და სპეციალური თასი მოიპოვა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის სამინისტროს, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე მწვრთნელები, ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ესწრებოდნენ.

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          „პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა „აკერმანის“ სახელმძღვანელოდანაა, თუმცა  იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა“ - კახა კალაძე
                        დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა დანაშაულის აღკვეთა, საპროტესტო აქციის გამართვა არის პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:21
                
            
                        
                 
                
                    
                          „როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას“ - კახა კალაძე
                        თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე მოლდოვას ან უკრაინას, თუმცა ქვეყანასთან გაფართოებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ევროკავშირის ზოგ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:20
                
            
                        
                 
                
                    
                          „ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება - დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა“ - კახა კალაძე
                        თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის შესახებ მერმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:19
                
            
                        
                 
                
                    
                          „ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ  არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან“ - კახა კალაძე  
                        „ყველა ადამიანს თავისი მორალი აქვს და მე არ მინდა შევიდე ვინმეს გადაწყვეტილებების მორალის განხილვაში. საზოგადოებამ თავად განსაჯოს ვინ, რა და როგორ“, -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განა...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:18
                
            
                        
                 
                
                    
                          „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით“ - კახა კალაძე სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტზე  
                        თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რისთვისაც საქართველო მზად არის. „მივესალმებ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:17
                
            
                        
                 
                
                    
                          „მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას“ - წილოსანი თუთბერიძის დაჯარიმებაზე
                        „შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი შეისწავლის სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცე...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 13:08
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი