Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებულია OCD!, რომელიც რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე, Tbilisi Open Air 2026-ზე, 4 ივლისს დაუკრავს.
წლევანდელ პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 50-მდე ბენდმა და ინდივიდუალურმა არტისტმა შემოიტანა. პირველადი სელექციის საფუძველზე, შოუქეისის ეტაპისთვის სულ 18 კონკურსანტი შეირჩა. ლაივ-შემსრულებლების დახურული შოუქეისები 13-14 ივნისს, Stockton Records-ის სტუდიაში გაიმართა.
შოუქეისების დასრულების შემდეგ, ფინალური კონცერტისთვის 10 არტისტი შეირჩა, რომელთა შორის საუკეთესოდ OCD! დასახელდა. ფინალური შოუ CMR-ში გაიმართა.
ძლიერი კონკურენციის გამო, პროექტის ფარგლებში დამატებითი პრიზებით კიდევ ორი მონაწილე დაჯილდოვდა:
The Heartaches - გადაეცათ 2 ტრეკის სრული სტუდიური ფროდაქშენი.
Friction Point - გადაეცათ ალბომის მასტერინგი Abbey Road Studios-ში.
Tbilisi Newcomers-ის მიზანია საქართველოში ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკალური სცენის განვითარება და ახალი პროექტების ხელშეწყობა. პლატფორმა არტისტებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ და გამოცდილება ისეთ დიდ სცენებზე მიიღონ, როგორიც Tbilisi Open Air-ია.