← მთავარი
საზოგადოება

თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოს ნებართვა მთავრობის ნაცვლად საკრებულო გასცემს

13 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოს ნებართვა მთავრობის ნაცვლად საკრებულო გასცემს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ” კანონში. ამიერიდან თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მერიის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნებართვას ცენტრალური მთავრობის ნაცვლად საქალაქო საკრებულო გასცემს.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განმარტა, რომ კანონპროექტი „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოებისას პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების” გამო შემუშავდა და მიზნად ისახავს „ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებასა და გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობის ზრდას”.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება ასევე ფინანსური შედეგი ექნება: „დაიზოგება კომპენსაციის სახით გასაცემი ის თანხა, რომლითაც სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში მესაკუთრეები არიან უზრუნველყოფილნი და რომელიც ფარავს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.” კონკრეტული თანხა დამოკიდებულია შემთხვევათა რაოდენობაზე.

ახალი წესით, სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაცია გამარტივებული პროცედურით შეთანხმდება — ეს, ინიციატორების შეფასებით, ისტორიული შენობების განახლებას დააჩქარებს.

← მთავარი