საზოგადოება
მიტანის სერვისის კურიერი ემსხვერპლა თბილისში ავტოავარიას
31 მაისს, შუადღისას, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ავტოავარიაში მიტანის სერვისის კურიერი გარდაიცვალა. მოპედზე მჯდომ კურიერს მანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ჯგუფი მობილიზებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველ წელს 400-ზე მეტი ადამიანი იღუპება და 10 000-მდე — მნიშვნელოვან დაზიანებებს იღებს.