← მთავარი
საზოგადოება

„დავანგრევთ და მერე ვნახოთ” — ინგოროყვას ქუჩის ისტორიული სახლები რეაბილიტაციის წინაშეა, მაცხოვრებლები ეჭვობენ

2 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
„დავანგრევთ და მერე ვნახოთ” — ინგოროყვას ქუჩის ისტორიული სახლები რეაბილიტაციის წინაშეა, მაცხოვრებლები ეჭვობენ

თბილისში პავლე ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც ქართული კინოს კადრებიდან ნაცნობი ეზოიანი სახლები დგას, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მაცხოვრებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში ბინადრებს სახლი 2-3 წლით მოუწევთ დატოვება.

ყველა მაცხოვრებელი შეთავაზებულ პირობებს არ ეთანხმება. ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოველთვიური კომპენსაცია — 800-1000 ლარი ფართობის მიხედვით — ტბილისის ცენტრში ბინის გასაქირავებლად არ კმარა. ნაწილს კი ეჭვი ეპარება, შეძლებს კი ოდესმე ბინაში დაბრუნებას.

ყველაზე ცნობილ სახლთაგანი ინგოროყვას №14-შია — ის ეზო, სადაც ცხოვრობდა თავად პავლე ინგოროყვა, ქართველი ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი; ეს სახლი „ვერის უბნის მელოდიებისა” და სხვა კლასიკური ქართული ფილმების გადასაღები მოედანიც გამხდარა.

ამ სახლის მაცხოვრებელი თამარ მარგველაშვილი ამბობს, რომ ფონდის წარმომადგენლები კონკრეტულ კითხვებს ვერ პასუხობენ: „როცა ვეკითხებით, რა შეიცვლება, რა მასალები გამოიყენება, ფასადს რა ელის — გვპასუხობენ, „ჯერ დავანგრევთ და ვნახოთ, რა დაგვხვდება”. სახლი მთლიანად გამოიშიგნება — ეს ვიცით. გარანტია კი, რომ ისტორიული ინტერიერი შენარჩუნდება, არ გვაქვს. ვიღაცას ძველი, ძვირფასი ხის პარკეტი აქვს — ლამინატს დაუგებენ?”

მარგველაშვილი და მეზობლები სვამენ კითხვებს პროცესში დამოუკიდებელი არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების ჩართვის შესახებ: „გვეუბნებიან, ეს მათი საქმეა და მხოლოდ მათი გუნდი იქნება ჩართული.”

ფონდმა დაადასტურა, რომ ისტორიული ფასადი „იმავე სახით” აღდგება, თუმცა შიდა სამუშაოების დეტალების შესახებ კონკრეტული პასუხები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. რეაბილიტაციის გამოცხადების შემდეგ კი ქუჩაზე ბინების ყიდვით დაინტერესებული უძრავი ქონების აგენტებიც გამრავლდნენ.

← მთავარი