თბილისში სახის ამომცნობი კამერები შსს-მ რუსული FSB-სთან დაკავშირებული კომპანიისგან შეიძინა
როგორ ზღუდავს რუსული სათვალთვალო პროგრამული უზრუნველყოფა ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებებს - ამ სათაურით აქვყნებს სტატიას გამოცემა ALGORITHM WATCH, სადაც ვკითხულობთ, რომ „ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ შექმნა სახის ამოცნობის ყოვლისმომცველი აღსრულების სისტემა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია მოსკოვში დაფუძნებული კომპანია “Papillon AO”-სგან, და რომელსაც უშუალო კავშირი აქვს რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურთან (FSB). ორგანიზაცია აღნიშნას, რომ “Papillon AO” სანქცირებულია შვეიცარიის, უკრაინის, იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. აღნიშნული კომპანიის პროდუქტებით სარგებლობენ, ძირითადად რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოები - ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და ბელარუსი.