← მთავარი
სპორტი

თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

26 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
თბილისის

გვინეის ნაკრების თავდამსხმელი ალგასიმ ბა კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს, - იტყობინება კლუბის პრესსამსახური:

“ჩვენს კლუბში ახალწვეულია. “დინამოში” გვინეის ნაკრების ფორვარდი ალგასიმ ბა ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა, 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ალგასიმ ბა პირეოსის “ოლიმპიაკოსში” ასპარეზობდა, შემდეგ კი კარიერა ნიქოზიის “აპოელში” გააგრძელა. ბოლოს იჯარით “კრასავაში” გამოდიოდა. ასევე უთამაშია გვინეის ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში”.

transfermarkt-ის მიხედვით ბას ფასი 500 ათასი ევროა.

← მთავარი