ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა14:05/24-06-2026+-30 წლის მცველმა ჯიმი ტაბიძემ მაჰაჩყალის „დინამო“ დატოვა.
ტაბიძეს „დინამოსთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა.
„მადლობა „დინამოში“ გატარებული ორი წლისთვის. მან კეთილსინდისიერად და კარგად ითამაშა“, - წერს კლუბის პრესსამსახური.
კლუბის გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა განაცხადა, რომ ტაბიძეს კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ შეუთანხმდნენ და ის სხვა გუნდში გადადის: „სამწუხაროდ, ტაბიძემ დაგვტოვა. მასთან ხელშეკრულების გაგრძელება გვინდოდა, მაგრამ სხვა პირობები სურდა და სხვა კლუბთან მიაღწია შეთანხმებას, რომელმაც ამ პირობების შეთავაზება შეძლო. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ „რბოლაში“ მონაწილეობის მიღებას ვერ მოვახერხებთ“.
ჯერ უცნობია სად გაგრძელებს ჯიმი კარიერას.თეგები:ჯიმი ტაბიძემაჰაჩყალის დინამო(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ