← მთავარი
მსოფლიო

ზელენსკის ნაცვლად პოლონეთში უკრაინის დელეგაციას პრემიერი სვირიდენკო უხელმძღვანელებს

23 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ზელენსკის ნაცვლად პოლონეთში უკრაინის დელეგაციას პრემიერი სვირიდენკო უხელმძღვანელებს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დელეგაციას არ უხელმძღვანელებს პოლონეთის ქალაქ გდანსკში, სადაც 25-26 ივნისს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის აღდგენის საკითხებზე.უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო. ეს 23 ივნისს სოციალურ ქსელებში თავად სვირიდენკომ დაწერა.ბოლო დღეებში, პოლონეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, მედიით ვრცცელდებოდა ცნობები, რომ ზელენსკი გდანსკში აღარ გაემგზავრებოდა.

ასევე ნახეთ

სიბიჰა პოლონეთს დაემუქრა ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევის გამო

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ივნისს ჩამოართვა ორდენი „თეთრი არწივი“, რომლითაც ზელენსკი 2023 წელს დააჯილდოვა პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.ნავროცკიმ ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევა ახსნა მისი თანხმობით, უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის მიენიჭებინათ „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი.უკრაინის გადაწყვეტილებას პოლონეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა, რადგან უკრაინელი ნაციონალისტების ამ პარტიზანულ ფორმირებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში მოქმედებდა, პოლონეთი ადანაშაულებს ვოლინსა და აღმოსავლეთ გალიციაში პოლონელების მასობრივ მკვლელობაში.პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ნავროცკის ჩამორთმეული ორდენი ფოსტით გაუგზავნა.პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი თქვეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა კუჩმამ, იუშჩენკომ და პოროშენკომ.

← მთავარი