სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება.
გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის დილა და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები - ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი.
ნახევარფინალურ ეტაპზე იბერია 1999 დინამო თბილისს, ხოლო გორის დილა ტორპედოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
| იბერია 1999 - დინამო თბილისი | მიხეილ მესხი | 19:00 |
არბიტრი - ცოტნე სამსონაშვილი პირველი ასისტენტი - ზვიად ბლიაძე მეორე ასისტენტი - გიორგი გოგოხია მეოთხე მსაჯი - ირაკლი კვირიკაშვილი ვიდეო მსაჯი - გიორგი ავაზაშვილი ვიდეო მსაჯის ასისტენტი - დავით ახვლედიანი
| დილა - ტორპედო | თენგიზ ბურჯანაძე | 21:00 |
არბიტრი - ალეკო აფციაური პირველი ასისტენტი - დავით ჩიგოგიძე მეორე ასისტენტი - ბორის ჟვანია მეოთხე მსაჯი - ჯენერი ხორავა ვიდეო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი ვიდეო მსაჯის ასისტენტი - გურამ მაჩიტიძე
GFF.GE