← მთავარი
სპორტი

27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება

27 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება. 

გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის დილა და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები - ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი.

ნახევარფინალურ ეტაპზე იბერია 1999 დინამო თბილისს, ხოლო გორის დილა ტორპედოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 

იბერია 1999 - დინამო თბილისი მიხეილ მესხი 19:00 

არბიტრი - ცოტნე სამსონაშვილი  პირველი ასისტენტი - ზვიად ბლიაძე მეორე ასისტენტი - გიორგი გოგოხია  მეოთხე მსაჯი - ირაკლი კვირიკაშვილი  ვიდეო მსაჯი - გიორგი ავაზაშვილი ვიდეო მსაჯის ასისტენტი - დავით ახვლედიანი

დილა - ტორპედო თენგიზ ბურჯანაძე 21:00 

არბიტრი - ალეკო აფციაური  პირველი ასისტენტი - დავით ჩიგოგიძე მეორე ასისტენტი - ბორის ჟვანია  მეოთხე მსაჯი - ჯენერი ხორავა  ვიდეო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი ვიდეო მსაჯის ასისტენტი - გურამ მაჩიტიძე

GFF.GE

← მთავარი