← მთავარი
სპორტი

სუარესი 2026 წლის მუნდიალზე ურუგვაის ნაკრებს შეიძლება კვლავ გაუძღვეს

12 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
სუარესი 2026 წლის მუნდიალზე ურუგვაის ნაკრებს შეიძლება კვლავ გაუძღვეს

ლეგენდარული ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი მზადაა, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყანას დაეხმაროს.

„თუ საჭიროება იქნება, ეროვნული ნაკრების დახმარებაზე უარს არასდროს ვიტყვი. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მსოფლიო ჩემპიონატს ეხება”, — ციტირებს სუარეს El Mundo Deportivo.

მაიამი ინტერის ამჟამინდელ ფორვარდს სანაკრებო კარიერა 2024 წელს დასრულებული ჰქონდა. ის 69 გოლით ურუგვაის ნაკრების ყველაზე ნაყოფიერი ბომბარდირია ისტორიაში.

2026 წლის მუნდიალზე ურუგვაი ესპანეთთან, კაბო ვერდეს კუნძულებთან და საუდის არაბეთთან ერთ ჯგუფში ეთამაშება.

← მთავარი