სპორტი
სუარესი ურუგვაის ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
„ინტერ მაიამის” 39 წლის ფორვარდი ლუის სუარესი არ გამორიცხავს ურუგვაის ნაკრებში დაბრუნებას — ამ განცხადებით მან 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ფართო ყურადღება მიიქცია. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სუარესმა განაცხადა:
„არასოდეს ვიტყვი უარს ეროვნული ნაკრების დახმარებაზე, განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. თავის დროზე ახალ თაობას დავუთმე ადგილი. მე ვთქვი ის, რაც არ უნდა მეთქვა. და უკვე მოვიხადე ბოდიში.”
ფეხბურთელმა ნაკრები 2024 წლის სექტემბერში 69 გოლით — ქვეყნის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო საკარის მაჩვენებლით — დაასრულა.
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაი ესპანეთს, კაბო ვერდეს და საუდის არაბეთს შეხვდება.