← მთავარი
პოლიტიკა

«ფარას» და «გრანტების შესახებ» კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო

26 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
«ფარას» და «გრანტების შესახებ» კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, “ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის”, “კანონის უზენაესობის ცენტრის”, “პუბლიკას”, “საქართველოს ევროპული ორბიტის”, “სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის”, ეკა გიგაურის, ნინო ევგენიძისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივ საჩივარზე. პარალელურად, კომუნიცირების ეტაპი დაიწყო კიდევ 17 ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ანალოგიურ საჩივრებზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” (TI) ავრცელებს. მათი ცნობით, კომუნიკაციის დაწყება ნიშნავს, რომ სასამართლო საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარეს სიღრმისეულად განიხილავს. იუსტიციის სამინისტროს 2026 წლის 15 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, უპასუხოს როგორც საჩივრებს, ისე სასამართლოს კითხვებს. საჩივრები ეხება 2025 წლის აპრილში მიღებულ რეპრესიულ კანონებს — “ფარას”“ და “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებმაც უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიული სამყაროსგან საქართველოს ჩამოშორების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა. სასამართლოს კითხვები შეეხება იმას, რამდენად შეესაბამება ეს კანონები და მათ საფუძველზე მიღებული რეპრესიული ზომები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პოლიტიკური მოტივით უფლებების შეზღუდვის აკრძალვას. ეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შუალედური გამარჯვებაა. წინ კიდევ ინტენსიური სამართლებრივი ბრძოლაა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საერთაშორისო სასამართლომ შეაფასოს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული პრაქტიკა, — წერია TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

← მთავარი