← მთავარი
სამართალი

სტრასბურგმა ბათუმში კარვის გაშლის გამო დაკავებული მოქალაქის საქმეზე დარღვევა დაადგინა

23 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სტრასბურგმა ბათუმში კარვის გაშლის გამო დაკავებული მოქალაქის საქმეზე დარღვევა დაადგინა

საქმე ეხებოდა ბათუმში 2022 წლის დეკემბერში გამართულ ერთკაციან საპროტესტო აქციას.დემონსტრანტი უფასო კვების არარსებობას აპროტესტებდა2022 წლის 28 დეკემბერს სამოქალაქო აქტივისტი, ფსიქოთერაპევტი ზურაბ ქარჩავა საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარვის გაშლასა და შიმშილობის დაწყებას გეგმავდა, რათა საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის არარსებობა გაეპროტესტებინა.საპროტესტო აქციის დაწყების დღეს პოლიციამ მას კარვის გაშლის უფლება არ მისცა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.სამართალდამცავები მიუთითებდნენ, რომ ადგილი საახალწლო ღონისძიებებისთვის იყო გამოყოფილი, იქ შესაძლოა გამოყენებულიყო პიროტექნიკა და კარავი კულტურული მნიშვნელობის ძეგლთან ახლოს იდგა.ქარჩავამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ის დააკავეს „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით. მოგვიანებით სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.„საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი“სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ „სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ განმცხადებლის [პროტესტი] საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს ეხებოდა“ - რადგან ეს იყო ბავშვების სკოლაში კვება.„შესაბამისად, უნდა არსებობდეს განსაკუთრებით ძლიერი მიზეზები, რათა გამართლდეს მისი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა ცალკეული დემონსტრაციის დროს“, - მიიჩნია სასამართლომ.სასამართლოს შეფასებითვე, საქართველოს სასამართლოებმა სათანადოდ ვერ დაასაბუთეს, რატომ იყო აუცილებელი მისი პროტესტის შეწყვეტა.სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები არც პიროტექნიკის შესაძლო საფრთხის, არც ძეგლის დაზიანების რისკისა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის შეფერხების შესახებ.„მსუსხავი ეფექტი“ევროსასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილე მშვიდობიანად მოქმედებდა, ხოლო მისი დაკავება, თითქმის 24-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდგომი სამართლებრივი დევნა გამოხატვის თავისუფლებისთვის „მსუსხავ ეფექტს“ ქმნიდა.სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის – გამოხატვის თავისუფლების – დარღვევა, რომელიც შეფასდა შეკრების თავისუფლების კონტექსტშიც.საქართველოს სახელმწიფოს ზურაბ ქარჩავასთვის 1 000 ევროს გადახდა დაეკისრა არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ასევე ნახეთ

ანწუხელიძისა და სხვების საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო

მის ინტერესებს სტრასბურგში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) წარმოადგენდა. 2022 წლის 28 დეკემბერს საია წერდა:საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველას […] აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება;შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობასაც.შეკრებები და მანიფესტაციები ხშირად შეიძლება დისკომფორტს უქმნიდეს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ, ასევე, საზოგადოების უმრავლესობის წარმომადგენლებსაც, თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს შეკრების უფლების შეზღუდვის საფუძველი.იმ პირობებში, როდესაც ზურაბ ქარჩავას ქმედებებში არ იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები, საია მიიჩნევს, რომ მისი დაკავება მოხდა უკანონოდ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.კანონმდებლობა მას შემდეგ გამკაცრდა2022 წელს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული წყება შემზღუდავი კანონებისა, რამაც გამოიწვია უფლებადამცველების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მხრიდან მკაცრი შეფასებები „დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ.2025 წლის 17 ოქტომბერს სადავო პარლამენტმა ახალი კანონების ვრცელი პაკეტი დაამტკიცა, რითაც მშვიდობიანი შეკრების უფლება კიდევ უფრო შეიზღუდა.სამართალდამცავებს ფართო უფლებები მიენიჭათ, დაეჭირათ ხალხი მშვიდობიანი საპროტესტო ქმედებებისთვის, მათ შორის ნიღბის ტარების, კარვის დადგმისა თუ გზის გადაკეტვისთვის.

ასევე ნახეთ

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რეპრესიები, წამება - საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში

← მთავარი