← მთავარი
საზოგადოება

კუჭის რეფლუქსის გამომწვევი მიზეზები და მედიკამენტი, რომელიც სიმპტომებს ხსნის

17 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
კუჭის რეფლუქსის გამომწვევი მიზეზები და მედიკამენტი, რომელიც სიმპტომებს ხსნის

ცხოვრების სწრაფი ტემპი, დაუბალანსებელი კვება და სტრესი ხშირად ხდება ისეთი გასტროენტეროლოგიური დარღვევების პროვოცირების საფუძველი, როგორიც გასტროეზოფაგური რეფლუქსი, იგივე „გულძმარვაა“. კუჭის რეფლუქსი ადამიანების უმეტესობას ერთხელ მაინც გამოუცდია. ეს არის მკერდის არეში დაწყებული დისკომფორტი, რომელსაც ახლავს წვა და უსიამოვნო მჟავიანობა. კვების შემდეგ ხშირი „გულძმარვა“ მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს და შეიძლება მიგვანიშნებდეს მიმდინარე დაავადებაზე, რომელსაც ექიმის ჩარევა და დროული მკურნალობა სჭირდება. სტატიაში ვისაუბრებთ, რა იწვევს გასტროეზოფაგურ რეფლუქსს, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები: რეფლუქსის ანუ გასტროეზოფაგური დაავადების დროს კუჭის შიგთავსი, განსაკუთრებით მჟავა, ამოდინდება საყლაპავში, რაც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. კუჭის წვენი შეიცავს აგრესიულ მარილმჟავას, რომელიც აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს და შეიძლება, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა გართულების პროვოცირებას შეუწყოს ხელი. არსებობს დაავადების განვითარების გარკვეული რისკ-ფაქტორები - არაჯანსაღი კვების რეჟიმი, ცხარე, ცხიმიანი საკვები, კოფეინის დიდი ოდენობით მოხმარება, ჭარბი წონა, გვიანი ვახშამი, მუდმივი სტრესი და თამბაქო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გასტროეზოფაგური რეფლუქსი საკმაოდ გავრცელებულია, რისი განმაპირობებელიც შეიძლება იყოს ტრადიციული, ცხიმიანი და ცხარე საკვები, არარეგულარული კვების რეჟიმი, ასევე თვითმკურნალობის მაღალი მაჩვენებელი. კლინიკა „რეიმანის“ გასტროენტეროლოგმა, ჰეპატოლოგმა, ექიმმა თათია ხაჩიძემ გადაცემა „ოჯახის ექიმში“ განმარტა, რეფლუქსი ბოლო წლებში საკმაოდ გახშირდა ახალგაზრდებშიც, მათ შორის, სტუდენტებსა და უფროსი სასკოლო ასაკის მოზარდებში, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ცხოვრების წესის ცვლილებასთან. „გასათვალისწინებელია, რომ თუ რეფლუქსი გახშირდა და სისტემატურ სახეს იღებს, ამ შემთხვევაში საფიქრებელია გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების განვითარება და აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა“, - განმარტა მან.

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს? თუ რეფლუქსი სისტემატურ სახეს იღებს და მჟავის ზემოქმედება საყლაპავს აღიზიანებს, ეს სხვადასხვა გართულებას იწვევს: ყველაზე ხშირია ეზოფაგიტი, რაც საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებას გულისხმობს; ასევე ეროზიებისა და წყლულების განვითარება საყლაპავში; საყლაპავის შევიწროება, რაც ყლაპვის გაძნელებით გამოვლინდება და ბარეტის საყლაპავი, რომელიც კიბოსწინარე მდგომარეობად ითვლება. გასტროენტეროლოგი თათია ხაჩიძე განმარტავს, რომ გართულებები ვითარდება წლების განმავლობაში და არა ერთჯერადად, სწორედ ამიტომ პაციენტი არ უნდა შეეჩვიოს გულძმარვას, როგორც მისი ყოველდღიურობის თანხმლებ დისკომფორტს, - „დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გართულებებს“, - განმარტა მან. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელიც ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს: „ექიმთან ვიზიტი და კვლევები საჭირო ხდება მაშინ, როდესაც სიმპტომები გახანგრძლივებულია, პაციენტი არის 45-50 წელზე მეტი ასაკის და ასევე, როდესაც მედიკამენტების გარეშე გაუმჯობესება არ აღინიშნება. კვლევის სახით ყველაზე ხშირად გამოიყენება გასტროსკოპია, რითაც უშუალოდ კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის დათვალიერება ხდება. ზოგ შემთხვევაში, ასევე მივმართავთ ჰელიკობაქტერ პილორის ტესტირებასა და 24-საათიანი pH მონიტორინგს, რაც უშუალოდ აფასებს რეფლუქსის ინტენსივობას“, - განმარტა გასტროენტეროლოგმა თათია ხაჩიძემ. თუ გულძმარვა ერთჯერადია, შეგვიძლია მივიღოთ ისეთი მედიკამენტები, რომელთა ეფექტიანობაც კლინიკურად არის დამტკიცებული და არ იწვევს გვერდით ეფექტებს. ამასთან, დაბალანსებული კვება და წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება დაგვეხმარება დისკომფორტის პრევენციაში. კუჭის რეფლუქსის სწრაფად მოსახსნელად ექიმები რეკომენდაციას უწევენ ისეთი მედიკამენტის გამოყენებას, როგორიც არის პანტოპრა. ეს არის ახალი თაობის „კუჭის დამცავი“, რომლის აქტიური ნივთიერება - პანტოპრაზოლი აბრკოლებს მარილმჟავას გამომუშავებას და ნორმის ფარგლებში ინარჩუნებს კუჭის pH-ს ანუ მჟავიანობას. ამის ხარჯზე პრეპარატი სრულად ხსნის სიმპტომებს, თუმცა თუ ორკვირიანი უწყვეტი მკურნალობის მიუხედავად რეფლუქსი კვლავ სახეზეა, მნიშვნელოვანია, ამ დროს სპეციალისტმა კვლევებზე დაყრდნობით დასვას დიაგნოზი. „პანტოპრა“ ხელმისაწვდომია PSP-ს ქსელში. შესაძენად მიჰყევით ბმულს: პანტოპრა - Pantopra 40მგ Gmp 28 ტაბლეტი

R

← მთავარი