სპორტი
„სან ანტონიო სპურსი” 12 წლის შემდეგ NBA-ის ფინალში გავიდა — ვემბანიამა 22 ქულით
„სან ანტონიო სპურსმა” NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეშვიდე, გადამწყვეტ მატჩში მოქმედი ჩემპიონი „ოკლაჰომა სიტი თანდერი” 111:103-ით სტუმარ-გამარჯვებით დაამარცხა და 12 წლის შემდეგ პირველად სუპერფინალში გავიდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა გახდა: 42 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. „ოკლაჰომადან” ლიგის ორგზის MVP შაი გილჯეს-ალექსანდერმა 43 წუთში 35 ქულა, 9 შედეგიანი პასი და 4 მოხსნა დააგროვა, თუმცა გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
სუპერფინალი — სპურსი ნიქსის წინააღმდეგ
NBA-ის სუპერფინალში „სან ანტონიო” „ნიუ იორქ ნიქსს” დაუპირისპირდება — ლონდონელები ჩემპიონი ბოლოს 1973 წელს გახდნენ. სერიის პირველი მატჩი 4 ივნისს ტეხასში გაიმართება.