← მთავარი
სპორტი

სპაერი 3:0 გაგრა — 7-მატჩიანი მოუგებელი სერია გათავდა, გაგრა ფსკერისკენ ეშვება

11 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
სპაერი 3:0 გაგრა — 7-მატჩიანი მოუგებელი სერია გათავდა, გაგრა ფსკერისკენ ეშვება

სპაერმა ეროვნული ლიგის მე-2 წრეშიც გაიმეორა პირველი წრის შედეგი — გაგრა კვლავ 3:0-ით დაამარცხა. ამ გამარჯვებით სპაერმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

გაგრასთვის ეს ზედიზედ მე-3 წააგება გახლდათ — გუნდი ლიგის ბოლო სტრიქონებშია და სავარაუდოდ, კლუბს რადიკალური ცვლილებები ელის.

მასპინძლები კარგად მანევრირებდნენ და ერთთავად წნეხში ამყოფებდნენ მოწინააღმდეგეს. სპაერმა სწორად დაგეგმილი თამაშით დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

გოლები: ბუნტური 44’ (ცირდავას პასით), გ. ცეცხლაძე 73’ (გეგიაძის პასით), სამხარაძე 90+3’ (პენალტი)

სპაერი: ფუტკარაძე; მატენჯვა (ჩაგუნავა 90+2), კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე; თ. ცეცხლაძე, ასკურავა; ფონიავა (პირტახია 73), გეგიაძე (ქაჩიბაია 90+2), ცირდავა; ლ. კოხრეიძე (გ. ცეცხლაძე 68)

გაგრა: ვორობეი; სადღობელაშვილი (კლაუდინეი 46), ჭავჭანიძე, პორფირიო, ზოიძე; სკრიპნიკი, ფეიქრიშვილი (ვანდერსონ სილვა 46), ცინცაძე (მუჯირი 61); ადეიეიე (დარსანია 46), ანდრეიჩუკი, ფიფია (კაციაშვილი 80)

მსაჯი: ბ. კუნჭულია

← მთავარი