ეროვნული ლიგა | სპაერი 3:3 დინამო (ბათ.) — ბოლომდე ბრძოლის ჯილდო
ეროვნული ლიგის XIV ტურში „სპაერი” ბათუმის „დინამოს” 3:3 ფრეთი გაეყარა. „სპაერი” პირველ ტაიმში 0:2 ჩამორჩებოდა, შემდეგ კი 1:3-ს — მაგრამ მეორე ნახევარში ანზორ კიღურაძის გადაკეთებული სქემის ფონზე სამჯერ შეუტია და ქულა მოიპოვა.
გოლები:
| 0:1 გ. ჯაფარიძე (39, გ. კოხრეიძის პასით) | 0:2 მარა (45, კალანდარიშვილის პასით) | 1:2 ლ. კოხრეიძე (49, მატენჯვას პასით) | 1:3 ხოზრევანიძე (69, მარას პასით) | 2:3 ბუნტური (80, გოლუბიანის პასით) | 3:3 კენჭაძე (83) |
შემადგენლობები:
სპაერი: ბ. ფუტკარაძე, მატენჯვა, კენჭაძე, ბუნტური, პირტახია (ბასილაშვილი 57), ცირდავა, სამხარაძე, გოლუბიანი, ფონიავა (გორდეზიანი 75), გ. ცეცხლაძე, ლ. კოხრეიძე (ცალუღელაშვილი 75)
დინამო (ბათ.): კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიაძე, ქაფიანიძე, კალანდარიშვილი, მილჩენკო (გ. ფუტკარაძე 46), მარა, გ. ჯაფარიძე (ლაკვეხელიანი 57), კირკიტაძე (ბარამიძე 71), წულუკიძე (მანდრიჩენკო 83), გ. კოხრეიძე (ხოზრევანიძე 46)
არბიტრი: გოგა კიკაჭეიშვილი
„სპაერის” ერთ-ერთი ძლიერი მხარეა ბოლომდე ბრძოლა. ეს თვისება რომ არა, თბილისელები მატჩს ვერ გადაარჩენდნენ. ბათუმელ ცენტრალურ მცველებს კი უპატიებელი შეცდომები დაუშვეს — სწორედ ამ შეცდომებმა „სპაერს” ქულა მიანიჭა. ფეხბურთში მთავარი — მეტოქის შეცდომების გამოყენების ნიჭია.