საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXVI ყრილობაზე „სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ” (სფფ) სსფ-ის წევრობიდან გასვლა გამოაცხადა. სფფ-ის პრეზიდენტ სერგო გაბელაიას განცხადება სსფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილმა ყრილობას წაუკითხა. გასვლის მიზეზია 2025 წლის 17 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლითაც 1 იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეული გაუქმდა. ყრილობის 28 დელეგატმა სფფ-ის გაწევრობიდან გაყვანას ხმა მისცა.
ყრილობაზე კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალ კაპიტანს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შემადგენლობაში მეორე ჩემპიონთა ლიგა მიულოცა და „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში გამარჯვება უსურვა. ყრილობამ ასევე მიმოიხილა სსფ-ის 2027–2031 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საკლუბო ფეხბურთის განვითარებაა.
სსფ-ისთვის მნიშვნელოვანია 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სომხეთთან ერთად მასპინძლობა.