← მთავარი
სპორტი

[VIDEO] გოლი აუტიდან, ინ ჰვუნგ ბეომის შედევრი და ქამბექი - სამხრეთ კორეამ ჩეხეთი დაამარცხა

13 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] გოლი აუტიდან, ინ ჰვუნგ ბეომის შედევრი და ქამბექი - სამხრეთ კორეამ ჩეხეთი დაამარცხა

სამხრეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში სამხრეთ კორეამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.   შეხვედრის პირველი ტაიმი კორეელთა უპირატესობით წარიმართა, განსაკუთრებით აქტიურობდა მათი კაპიტანი ჰეუნგ-მინ სონი. 39-ე წუთზე გამოცდილმა ფეხბურთელმა ორი მეტოქე ჩამოიცილა, თუმცა მისი საჯარიმოს გარედან დარტყმული კარის ჩარჩოს ასცდა.    59-ე წუთზე აუტიდან ცოუფალის ჩაწოდებული ბურთი ლადისლავ კრეიჩმა კარში გადაგზავნა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ თითქოს ჩეხები თავს საიმედოდ იცავდნენ, მაგრამ ინ ჰვუნგ ბეომის შესანიშნავი მოძრაობის შემდეგ, ორი მცველი უშანსოდ დარჩა და სამხრეთკორეელმა ანგარიში გაათანაბრა.   ჩეხები სტანდარტული სიტუაციებიდან შესანიშნავად მოქმედებდნენ და 77-ე წუთზე სოუჩეკმა ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთზე საჰაერო ორთაბრძოლაში ყველას აჯობა, თუმცა გატანილი გოლი VAR-ზე შემოწმების შემდეგ, თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.   სამხრეთკორეელებმა შეტევები გააგრძელეს და მე-80 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან, ინ ჰვუნგ ბეომის პასით ჰიონ-გიუმ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.   სამხრეთ კორეა მომდევნო შეხვედრას 19 ივნისს მუნდიალის ერთ-ერთ მასპინძელ მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ჩეხეთი კი 18 ივნისს სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.   მექსიკა. “ესტადიო აკრონი” სამხრეთ კორეა - ჩეხეთი 2:1 გოლები: 0:1 კრეიჩი (59), 1:1 ჰვუნგ ბეომი, 2:1 ჰიონ-გიუთეგები:ჩეხეთის ნაკრებიმსოფლიოს ჩემპიონატისამხრეთ კორეის ნაკრები(4) / (2)

← მთავარი