[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუპში ჩარჩა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა00:01/25-06-2026+-A ჯგუფი მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში ბოლო, მესამე ტური ჩატარდა. სამხრეთ აფრიკამ მოულოდნელად სამხრეთ კორეა 1:0 დაამარცხა, ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად, მუნდიალის პლეი-ოფში ითამაშებს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე მასეკომ გაიტანა.
„ესტადიო BBVA“ სამხრეთ აფრიკა - სამხრეთ კორეა 1:0 გოლი: 1:0 მასეკო (63)
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში მექსიკა ჩეხეთს დაუპირისპირდა, 3:0 დაამარცხა და 3-დან 3 მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
მექსიკელები მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ. 55-ე წუთზე ანგარიში ჩავეს გარსიამ გახსნა. 6 წუთში ქუინონესმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 90+4 წუთზე ფიდალგომ დააფიქსირა.
მეხიკო. „აცტეკა“ ჩეხეთი - მექსიკა 0:3 გოლები: 0:1 ჩავეს გარსია (55), 0:2 ქუინონესი (61), 0:3 ფიდალგო (90+4)თეგები:ჩეხეთის ნაკრებიმექსიკის ნაკრებისამხრეთ აფრიკის ნაკრებისამხრეთ კორეის ნაკრები(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ