← მთავარი
საზოგადოება

სომხეთის რკინიგზა საქართველოს გავლით თურქეთს დაუკავშირდა

25 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
სომხეთის რკინიგზა საქართველოს გავლით თურქეთს დაუკავშირდა

სომხეთის რკინიგზა საქართველოს გავლით თურქეთს დაუკავშირდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა X-ზე დაწერა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ თურქეთის რკინიგზაც, საქართველოს გავლით, უკვე ღიაა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის,” — დაწერა ფაშინიანმა.

18 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, სადაც გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი. ამ შეთანხმებით ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში გადავიდა — 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან ბაქო-თბილისის მატარებელი ყოველდღიურ მიმოსვლას აღადგენს.

← მთავარი