„გულწრფელად მიხარია, რომ ვუმასპინძლებ განას რესპუბლიკის პატივცემულ წარმომადგენლებს აფხაზეთში. თქვენ გრძელი გზა გაიარეთ და დღევანდელი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ჩვენ ვიცნობთ და დიდად ვაფასებთ განას რესპუბლიკას, როგორც ძლიერ, სტაბილურ და მაღალგანვითარებულ აფრიკულ სახელმწიფოს, რომელსელსაც გააჩნია ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ჩვენთვის პატივია და გვიხარია ჩვენი განაელი მეგობრების მასპინძლობა“, - თქვა მან.
ამ ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებულ სოხუმს განის ერთ-ერთ ქალაქს, სუჰუმს დაუძმობილდა, აფხაზური სააგენტო „აფსნი პრესი“ კი წერს, რომ „სოხუმი და მსგავსი სახელის მუნიციპალიტეტი განაში დაძმობილებული ქალაქები გახდნენ“.