← მთავარი
საზოგადოება

53 000 ლარამდე დაიხარჯება „სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების" ვებპლატფორმის შესაქმნელად

15 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
53 000 ლარამდე დაიხარჯება „სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების

ამისთვის 53 000 ლარამდე თანხა გამოიყოფა.ეს ირკვევა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ 2 ივნისს გამოცემული განკარგულებიდან.თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.თანხას სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს და გადასცემს „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“.სწორედ ეს სააგენტო იქნება პასუხისმგებელი ვებპლატფორმის შექმნის უზრუნველყოფაზე.პლატფორმა იქმნება „საქართველოს მოქალაქეებისათვის… ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით“.სარეზერვო ფონდიდან „არაუმეტეს 53 000 ლარისა“ გამოიყოფა როგორც „ელექტრონული ვებპლატფორმის დამზადების“, ისე „მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვისათვის“.

ასევე ნახეთ

„ფასების კომისიამ“ პროდუქტის სიძვირის მიზეზები დაასახელა - დასკვნა მზად არის

ამჟამად უკვე არსებობს კერძო ინიციატივებით შექმნილი აპლიკაციები/პლატფორმები (მაგალითად, Dazoge, tetrisales), სადაც მითითებულია ქსელურ მარკეტებსა და აფთიაქებში პროდუქციაზე მიმდინარე ფასები და დღიური ფასდაკლებები. შესაძლებელია პროდუქციის ფასების შედარებაც.ფასების კომისიის დასკვნამთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც პარლამენტში „ფასების კომისიამ“ 2026 წლის 1 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით დაადგინა, რომ პროდუქტების სიძვირის მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა.გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.მიმდინარე წლის თებერვალში კი შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია, რომლის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი იყო. კომისიამ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა, შეხვდა ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს.პირველ მაისს კომისიის თავმჯდომარემ, მილიონერმა დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა.3 ივნისს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ პროდუქტზე ფასების გაიაფება „ერთ თვეში ვერ მოხდება“.”[პროდუქტების] გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი. ამ საკითხზე მუშაობდა კომისია და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუმცა ერთ თვეში ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

პროდუქტის გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

← მთავარი