← მთავარი
საზოგადოება

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერება

22 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერება

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, სკოლო ფორმებს შპს “საგანმანათლებლო რესურსები” ჩინური კომპანია “გლორი ტექსტილი ინდასთრისგან” შეიძენს. უწყების ინფორმაციით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს. “გლორი ტექსტილი ინდასთრის” სამკერვალო საწარმო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. “2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსები” კომპანია შპს “გლორი ტექსტილი ინდასთრისგან” შეიძენს.კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს. კომპანია “გლორი ტექსტილი ინდასთრის” სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად წარიმართება.2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების დროულად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს “საგანმანათლებლო რესურსებს” სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა,” — წერია განცხადებაში. ცნობისთვის, სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით შპს “საგანმანათლებლო რესურსებმა” ბაზრის კვლევა პირველად 2026 წლის 3 აპრილს გამოაცხადა. კვლევა 1 801 000 ერთეული ფორმის სავარაუდო ღირებულების დასადგენად მიმდინარეობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა, დადგენილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, მაისში, “საგანმანათლებლო რესურსებმა” ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, ფორმების მიწოდება სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: 301 ათასი ერთეული 25 აგვისტომდე, 600 ათასი ერთეული 15 ოქტომბრამდე და 900 ათასი ერთეული 30 ნოემბრამდე.შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 5 თებერვალს “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდა. განათლების სამინისტრო ეძებს კომპანიას, რომელიც 1 801 000 სასკოლო ფორმას შეკერავს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა

← მთავარი