← მთავარი
საზოგადოება

მთავრობა სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის 80 მილიონ ლარს გამოყოფს

20 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
მთავრობა სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის 80 მილიონ ლარს გამოყოფს

საქართველოს მთავრობამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის 80 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ განკარგულება გამოსცა. 15 მაისით დათარიღებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

განკარგულების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 80 მილიონი ლარით გაზარდოს. სახსრები გამოიყოფა ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის” ქვეპროგრამის ასიგნებების შემცირების ხარჯზე.

გამოყოფილი თანხა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაეცემა, რომელიც მუნიციპალიტეტებს გადაუნაწილებს ადგილობრივ სასწავლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად.

← მთავარი