← მთავარი
საზოგადოება

რა არის ცნობილი ქსოვილზე, რომლისგანაც სასკოლო ფორმები შეიკერება და რამდენად უსაფრთხოა მოსწავლეებისთვის მისი ტარება ყოველდღიურად - ინტერვიუ ალერგოლოგთან

3 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რა არის ცნობილი ქსოვილზე, რომლისგანაც სასკოლო ფორმები შეიკერება და რამდენად უსაფრთხოა მოსწავლეებისთვის მისი ტარება ყოველდღიურად - ინტერვიუ ალერგოლოგთან

ჩინურმა კომპანიამ, რომელთანაც განათლების სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა, სკოლის მოსწავლეებისთვის, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის ფორმების კომპლექტები უნდა შეკეროს. მას მერე, რაც გაირკვა და ცნობილი გახდა სასკოლო ფორმები რა ქსოვილისგან შეიკერება, სხვადასხვა ჯგუფში ამ თემას, განსაკუთრებით მშობლები, კიდევ უფრო აქტიურად განიხილავენ. ქსოვილი, რომლისგანაც ფორმები შეიკერება ძირითადად სინთეტიკური იქნება, უფრო დეტალურად - პოლიესტერი - 72%; ვისკოზა - 25%; ელასტინი - 3%.

რამდენად უსაფრთხოა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ამ ფორმების ყოველდღიურად ტარება, რამდენად არის შესწავლილი ალერგიული რისკები, რა შეიძლება ბავშვებში, რას უნდა მიექცეს ყურადღება, ამ თემაზე ექიმი-ალერგოლოგი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ნინო მჭედლიშვილი გვესაუბრება.

თავდაპირველად სკოლამ ფორმები საჩუქრად (სწავლის საფასურში გათვალისწინებული) გადმოგვცა, თუმცა ბავშვებისთვის რამდენიმე ხელი საკმარისი არ აღმოჩნდა. დამატებითი კომპლექტების შეძენა ბევრად ძვირი დამიჯდა, ვიდრე ჩვეულებრივი ყოველდღიური მაისურები დასჭირდებოდა.როდესაც პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, მშობელს თავისუფალი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ფორმა არ არის ისეთი პირველხარისხოვანი, როგორიც ბავშვის ჯანმრთელობა, კვება ან ეკოლოგიური გარემოა. მაგალითად, სკოლის ეზოებში ხშირად ისეთ ალერგიულ მცენარეებს რგავენ (მაგ. კვიპაროსს), რაც ბავშვებში თვალების შეშუპებასა და ალერგიულ ფონს ამწვავებს. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა.

← მთავარი