სკანდალი ნიცის ქართულ სამრევლოში: 5 000 ემიგრანტი 4 წელია მოძღვრის გარეშეა
საფრანგეთის ქართული დიასპორა ნიცასა და მის მიმდებარე რეგიონში სერიოზული საეკლესიო კონფლიქტის წინაშე დგას. ემიგრანტები კვირეებია მოითხოვენ, რომ ნიცაში მუდმივი ქართველი მართლმადიდებელი მოძღვარი დაინიშნოს — 120-ზე მეტი ოფიციალური ხელმოწერა უკვე შეგროვდა, თუმცა პრობლემა გადაუჭრელი რჩება.
განსაკუთრებულ სიმძაფრეს ამ კამპანიას ადგილობრივი ქართული სკოლის არსებობა მატებს, სადაც 68 ბავშვი სწავლობს. მშობლები შიშობენ, რომ სულიერი მხარდაჭერის გარეშე ეს ბავშვები უცხო მიწაზე კავშირს დაკარგავენ მშობლიურ ენასთან, კულტურასთან და სარწმუნოებასთან.
კონფლიქტის ცენტრში პარიზში მყოფი არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკი მოექცა, რომელიც საფრანგეთის ქართული სამრევლოს ხელმძღვანელია. ნიცის ქართველები ამბობენ, რომ პარიზიდან ნიცამდე 1 000 კილომეტრია — ასეთ მანძილზე მყოფ მოძღვარს ადგილობრივი მრევლის ყოველდღიური სულიერი საჭიროებების დაფარვა ფიზიკურად არ შეუძლია.
„ოთხი წელია აქ ვარ და ქართველი მამაო არ მინახავს”
სოციალური ქსელებში ემიგრანტები პირად ტკივილსა და იმედგაცრუებაზე ხმამაღლა საუბრობენ:
„ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს. სამწუხაროდ, ეს სურვილი ვერ ავუსრულე ჩემს მეუღლეს, რომელიც ნიცაში მკურნალობდა და უნდოდა ქართველი მამაო ჰყოლოდა. პარიზიდან ჩამოსვლა ვერ მოხერხდა.”
„ვერც წარმოვიდგენდი, ამ საკითხს ამხელა ბრძოლა დასჭირდებოდა. რა უფრო ლოგიკურია — ელემენტარული მამაო გვყავდეს?”
„ოთხი წელია აქ ვარ და ქართველი მამაო არ მინახავს.”
13 ივნისი — გადამწყვეტი თარიღი
ნიცის ქართული ასოციაცია „Solidarité Géorgienne Nice” (SGN) და ნიცის ქართული სკოლა „École Géorgienne de Nice” სრულიად ოფიციალური მიმართვა გავრცელა საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა სინოდისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიისადმი. მიმართვაში ხაზგასმულია, რომ დიასპორის მოთხოვნა მშვიდობიანია და ეკლესიის წინააღმდეგ გამიზნული არ არის.
ნიცის ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი თემო მაჩიტიძე ჯერჯერობით სიჩუმეს ამჯობინებს, მაგრამ კონკრეტულ ვადას ასახელებს: „13 ივნისს ვხვდებით არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკს, რომელმაც სინოდის პასუხი უნდა გადმოგვცეს. თუ ჩვენი მინიმალური თხოვნა — მუდმივი ქართველი მოძღვარი ნიცაში — არ დაკმაყოფილდება, 14 ივნისიდან ყველა ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულება საზოგადოებას გავუზიარო.”
ამ დრომდე ნიცაში 220 ქართველი ფლობს საფრანგეთის მოქალაქეობას, ხოლო 5 000-მდე ქართველი — ბინადრობის უფლებას.