← მთავარი
სპორტი

[ოფიციალურად] სირაძე თბილისის "დინამოდან" "სამგურალში" გადავიდა | Lelo.Ge

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ოფიციალურად] სირაძე თბილისის

25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის “დინამოდან” წყალტუბოს “სამგურალში” გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

ის გულშემატკივარმა “დინამოდან” კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა. ირაკლი საქართველოს რეგიონალლიგებში ასპარეზობდა, როცა ის აღმოაჩინა ფინეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ლომიძემ. სირაძემ ითამაშა ფინურ “ ჰაკასა” და “ატლანტისში”, რის შემდეგაც “დინამოში” აღმოჩნდა.

აქვე დავძენთ, რომ “სამგურალში”, მატებასთან ერთად, არის დანაკლისიც - გუნდი დატოვეს ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.

← მთავარი