← მთავარი
საზოგადოება

"სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს

25 მაისი, 2026 · წყარო: on.ge

ფსიქოლოგიური ცენტრი „სინაფსი” დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ყველა ბავშვსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო ფსიქოკონსულტაციასა და კრიზისული ფსიქოთერაპიის სეანსებს სთავაზობს. საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს ასევე ჩაუტარდებათ ფიზიო-სარეაბილიტაციო მასაჟის კურსი — ასევე უფასოდ.

„არსებული სტრესული ვითარების ფონზე, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს, ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრებს, ესაჭიროებათ კვალიფიციური ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რასაც ცენტრი უპირობოდ გასწევს”, — განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა კესანე საკანდელიძემ.

ცენტრი თბილისში, აღმაშენებლის #55-შია, მომსახურება ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ჩინურ, არაბულ და სპარსულ ენებზე. საკონტაქტო ნომერია: 511 744 400.

სამ კვირეზე მეტია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები სახელმწიფო სამკურნალო პრეპარატების შემოტანის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან ღამდებიან. საქართველოში ამ იშვიათი გენეტიკური დაავადებით 80-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს. ოჯახები ოთხი პრეპარატის შემოტანას ითხოვენ — ელევიდისს, ეგზონ-სკიპინგს, ჯივინოსტატსა და ვამოროლონს. ამ მედიკამენტების გამოყენებას აშშ-ის მარეგულირებელი ორგანო ნებართვას ყველაზე, ევროპა კი — ორზე. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მათ შემოტანაზე უარს ამბობს, საკმარისი კლინიკური გამოცდილების არარსებობასა და უსაფრთხოების რისკებს ასახელებს.

← მთავარი