← მთავარი
სპორტი

"იყო გამორჩეული სანაგვეშში, მარტივია" - სიმენმა ბრუნოს საუკეთესოობა გააპროტესტა

13 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მეკარემ დევიდ სიმენმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისაუბრა.   სიმენის თქმით, ბრუნო ფერნანდეშის ნაცვლად, პრემიერლიგის 2025/2026 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას “არსენალის” ფეხბურთელები იმსახურებდნენ.   “ბრუნო კარგი იყო, მაგრამ სეზონის დასაწყისში “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან ცუდად თამაშობდა. ადვილია გამოირჩეოდე, როდესაც სანაგვეში ხარ და ეს სწორედ ასე მოხდა.   მაგრამ დავიდ რაიას, დეკლან რაისისა და გაბრიელ მაგალიაეშის შემთხვევაში მთელი გუნდი კარგად თამაშობდა, ამავდროულად, ისინი მაინც გამორჩეულები იყვნენ. მეტიც, მათ საბოლოოდ ტიტულიც მოიგეს.   ჩემი აზრით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამარჯვებული გუნდიდან უნდა შეირჩეს”, - განაცხადა სიმენმა.   შეგახსენებთ, “არსენალმა” პრემიერლიგის მოგება 22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოახერხა.თეგები:პრემიერლიგაარსენალიდევიდ სიმენიბრუნო ფერნანდეში(5) / (2)

← მთავარი