სპორტი
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა13:05/16-06-2026+-პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ “მანჩესტერ სიტი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “რეალში” გადავიდა, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. 31 წლის ბერნარდო სილვას “რეალმა” 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა ჯერ ტრანსფერი ოფიციალურად არ გამოუცხადებია. ბერნარდო სილვა “მანჩესტერ სიტიში” 2017 წელს გადავიდა. მან გუნდთან ერთად ექვსჯერ პრემიერლიგა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი ტრანსფერის ინიციატორი ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. თეგები:ჟოზე მოურინიომანჩესტერ სიტიმადრიდის რეალიბერნარდო სილვა(1) / (1)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ