← მთავარი
საზოგადოება

სილქნეტი "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

7 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
სილქნეტი

სილქნეტის მიერ დაფუძნებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს ვეტერანების და სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას. იანვრიდან დღემდე ფონდმა 60-მდე ბენეფიციარს გაუწია დახმარება. მათ შორის იყო გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთ კლინიკებში, დაშავებული სამხედროების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზება, ასევე ბენეფიციართა ოჯახის წევრების საგანმანათლებლო თუ სხვა საჭიროებებისთვის თანხების გამოყოფა.

2026 წელს ფონდში შემოწირულობებმა 561 000 ლარი შეადგინა. აქედან ბოლო ექვს თვეში 280 000 ლარი მოხმარდა 58 ბენეფიციარს, რომელთა შორის 13 ვეტერანი და 45 სამხედრო მოსამსახურეა.

დახმარებები გაიცა შემდეგ კატეგორიებში:

გადაუდებელი ოპერაციები - 64 677 ლარი

50% თანადაფინანსება - 106 160 ლარი

სამედიცინო მომსახურება - 36 030 ლარი

მედიკამენტები - 6 925 ლარი

შვილების დახმარება - 31 314 ლარი

მეუღლეების დახმარება - 21 677 ლარი

პროფესიული გადამზადება - 11 821 ლარი

ადაპტაცია - 987 ლარი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს სილქნეტის ინიციატივით დაარსდა. კომპანია ფონდის მთავარი დონორი გახდა, რითაც მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. ფონდის შემომწირველები ასევე გახდნენ ფიზიკური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” იმ ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას იზიარებს, სადაც მებრძოლთა და ვეტერანთა მხარდაჭერის პრაქტიკა არსებობს. ფონდის საქმიანობა გამჭვირვალეა. მისი ფინანსური და წლიური ანგარიშები ფონდის ვებ გვერდზეა განთავსებული.

დონაციის მსურველებისთვის შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების თანადგომა. ვეტერანებისა და სამხედროების მხარდასაჭერად ტრადიციულად იმართება საქველმოქმედო გარბენი, რომელიც საზოგადოების ჩართულობას და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

← მთავარი