სპორტი
შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბია 4:3 დაამარცხა და 1954 წლის შემდეგ პირველად გავიდა მეოთხედფინალში.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი შვეიცარიამ გაიმარჯვა.
შვეიცარია 12 ივლისს, მეოთხედფინალში, კანზასში არგენტინას შეხვდება.
ვანკუვერი. „ბი-სი პლეისი” შვეიცარია - კოლუმბია პენ 4:3 (ძირ. და დამ. დრო 0:0)
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად შვეიცარიელთა მეკარე კობელი დაასახელეს.
- შვეიცარიას ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი, 20 წლის მანზამბი ვერ დაეხმარა.