← მთავარი
საზოგადოება

შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ულოცავს

12 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ულოცავს

შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ეხმაურება და შიო III-ს გამორჩევას ულოცავს.

„გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს, აღსაყდრებას. ვუსურვებთ მის უწმინდესობას მრავალჟამიერ და ნაყოფიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მორწმუნეთა საკეთილდღეოდ,” — ნათქვამია საელჩოს სოციალური ქსელის განცხადებაში.

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გახდა. კენჭისყრაზე მან 39 ხმიდან 22 მიიღო. სხვა ორი კანდიდატიდან მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა — 7 ხმა; ერთი ბიულეტენი გაუქმდა.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. დღეიდან ის ოფიციალურად იწოდება: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.

← მთავარი