← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] შვეიცარია 0:0, პენ 4:3 კოლუმბია. ვარგასმა ივარგა, კოლუმბიამ საკუთარ თავს დააბრალოს...

8 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] შვეიცარია 0:0, პენ 4:3 კოლუმბია. ვარგასმა ივარგა, კოლუმბიამ საკუთარ თავს დააბრალოს...

მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი

შვეიცარია 0:0, პენ 4:3 კოლუმბია

08.07. ვანკუვერი. “BC პლეისი”. 52 497 მაყურებელი

პენალტები სერია: 0:1 კინტერო, 1:1 ჯაკა, 1:1 სანჩესი (ძელი), 2:1 ამდუნი, 2:2 კამპასი, 2:2 აკანჯი (აცილება), 2:2 კ. ერნანდესი (მეკარე), 3:2 იტენი, 3:3 ლუის დიასი, 4:3 რ. ვარგასი

შვეიცარია (4-2-3-1): კობელი 7.5* - ზაკარია 6.3 (87. ვიდმერი 6.7), ელვედი 7.1, აკანჯი 6.9, რ. როდრიგესი 6.2 (71. მუჰეიმი 6.6) - ფროილერი 6.9, ჯაკა 7.1 - რიდერი 6.3 (103. ამდუნი 6.4), იაშარი 6.2 (46. სოვი 6.5), ნდოიე 6.4 (90+2. რ. ვარგასი 6.7) - ემბოლო 5.4 (87. იტენი 6.3)

მწვრთნელი: მურატ იაკინი

კოლუმბია (4-4-1-1): კ. ვარგასი 6.9 - მუნიოსი 6.0, სანჩესი 6.7, ლუკუმი 6.4 (119. მინა), მოხიკა 7.0 - პუერტა 6.2, ლერმა 6.8 (82. რიოსი 6.6), არიასი 6.4 (66. კამპასი 6.8), ლუის დიასი 6.8 - ხამეს როდრიგესი 6.4 (66. კინტერო 7.5) - სუარესი 5.8 (82. კ. ერნანდესი 6.1)

მწვრთნელი: ნესტორ ლორენცო

გაფრთხილება: ჯაკა (51), ზაკარია (59), სუარეი (60), სანჩესი (95), მუჰეიმი (105)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: გრეგორ კობელი (შვეიცარია)

არბიტრი: ი. ბარტონი (სალვადორი)

შვეიცარიის ნაკრებმა დიდი ბრძოლა გადაიტანა წყვილის ფავორიტ კოლუმბიასთან და გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში. ნეიტრალური ქვეყნის შვილებმა 72 წლის შემდეგ შეძლეს ის, რასაც მათგან ბევრი არ ელოდა - მაშინ შვეიცარიამ საშინაო მუნდიალზე მეოთხედფინალს უწია…

კოლუმბიამ ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს - საკუთარ საფეხბურთო იდენტობას უღალატა და დაისაჯა. მხოლოდ დამატებით ტაიმში დაიწყო “ლოს კაფეტეროსმა” იმ შემტევი ფეხბურთის თამაში, რითაც მოგვაწონა თავი ჯგუფურ ეტაპზე და რის გამოც, ზოგადად, ესიმპათიურება ეს ნაკრები ნეიტრალურ გულშემატკივარს.

შვეიცარიამ კი… შვეიცარიული საათივით აწყობილად, ნაკლები ემოციით ითამაშა და ცოტა იღბალიც შეეშველა. თამაშის ძირითად დროში არაფრით ჩამორჩა მეტოქეს, რომელს, ევროპულად მოწესრიგებულ, ძალიან დაწყობილ გუნდთან შედეგიანად გარჯა არ გამოუვიდა.

11-მეტრიანების სერიაში შვეიცარიელები გაცილებით დამაჯერებლები იყვნენ. გამარჯვების მომტანი პენალტი რუბენ ვარგასმა გაიტანა… კამილო ვარგასის კარში.

კოლუმბიამ კი ზუსტად იქ მოუკლო, სადაც უფრო უნდა მოემატებინა. გადამწყვეტ მომენტში ვერ იყოჩაღეს ლიდერებმა - ლუის დიასმა და ხამეს როდრიგესმა. შვეიცარია კი არავის პატიობს თუნდაც მცირე ჩავარდნას და, აგერ, არც კოლუმბიას აპატია.

მეოთხედფინალში შვეიცარია ეთამაშება არგენტინის უპირველეს გუნდს და ისე ჩანს, “ალბისელესტეს” იოლი გასეირნება სულაც არ ექნება. ერთიანი, გუნდური და მტკიცე შვეიცარია ყველასთვის სახიფათო მეტოქეა.

ფაქტები

შვეიცარიისა და კოლუმბიის ნაკრებები ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ისინი ერთადერთხელ, 1994 წლის მუნდიალზე, ჯგუფში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ კოლუმბიელებმა 2:0 (ერმან გავირია, ჰაროლდ ლოსანო) მოიგეს.

კოლუმბიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული ბოლო 14 მატჩიდან 12 შემთხვევაში გაიტანა გოლი.

კოლუმბიას არ გაუშვია გოლი პირველ ტაიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ ბოლო 7 შეხვედრაში.

ბოლო 19 საერთაშორისო შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრებმა ძირითად დროში წააგო მხოლოდ ერთი მატჩი.

1954 წლის შემდეგ შვეიცარიის ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.

← მთავარი