← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] შვეიცარია 2:0 ალჟირი. როგორ აჯობა მოსწავლემ მასწავლებელს | Lelo.Ge

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] შვეიცარია 2:0 ალჟირი. როგორ აჯობა მოსწავლემ მასწავლებელს | Lelo.Ge

მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი

შვეიცარია 2:0 ალჟირი

03.07. ვანკუვერი. “BC პლეისი”. 52 497 მაყურებელი

გოლები: 1:0 ემბოლო (10. მანზამბის პასით), 2:0 ნდოიე (46)

შვეიცარია (4-2-3-1): კობელი 7.2* - ზაკარია 8.0 (83, ვიდმერი), ელვედი 7.3, აკანჯი 7.5, როდრიგესი 7.4 - ფროილერი 6.7, ჯაკა 7.6 - ნდოიე 7.7 (87. ებიშერი), მანზამბი 7.5 (71. ოკაფორი 6.7), ვარგასი 6.6 (71. რიდერი 6.0) - ემბოლო 7.7 (83. ამდუნი)

მწვრთნელი: მურატ იაკინი

ალჟირი (4-3-3): ზიდანი 6.2 - ბელღალი 7.3 (82. ბულბია), მანდი 6.7, ბენსებაინი 6.6, აიტ ნური 7.0 - ზერუკი 5.8 (58. გუირი 5.9), ბანტალები 6.3 (71. ბუდაუი 6.6), შაიბი 5.8 - მაჰრეზი 6.0 (71. ჰაჯი მუსა 6.7), მაზა 6.4, აუარი 6.6 (58. ჰაჯამი 6.5)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გაფრთხილება: შაიბი (36), ბუდაუი (72)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ბრილ ემბოლო (შვეიცარია)

არბიტრი: ი. პერესი (არგენტინა)

შვეიცარიის ნაკრებისთვის ალჟირი ზედმეტად იოლი ბარიერი აღმოჩნდა. ევროპელებმა ისე აჯობეს ჩრდილოაფრიკელებს, მატჩის საბოლოო შედეგი წამითაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ.

ისე გამოვიდა, რომ მოსწავლემ აჯობა მასწავლებელს - მურატ იაკინის შვეიცარია ბევრად შეკრული, ორგანიზებული და აკურატული იყო შეტევაში, ვიდრე ვლადიმირ პეტკოვიჩის ალჟირი.

არადა, შვეიცარიის ეს ნაკრები დიდწილად სწორედ პეტკოვიჩის ჩამოყალიბებულია. სწორედ მის ხელში გაიარეს შვეიცარიელთა ამჟამინდელმა ლიდერებმა…

ცალკე ვთქვათ იოჰან მანზამბიზე. “ფრაიბურგის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ერთ რამედ ღირდა პირველი გოლისას მისი რეიდი და შედეგიანი გადაცემა ბრილ ემბოლოზე. ეჭვგარეშეა - დასრულდება თუ არა მუნდიალი, მანზამბიზე მსოფლიო ფეხბურთის გრანდები ინადირებენ.

ალჟირის ნაკრებმა სანახევროდაც კი ვერ გამოავლინა ის პოტენციალი, რომელიც აქვს. კაცმა არ იცის, რატომ იყო ეს გუნდი ასეთი მოშვებული და უფანტაზიო. არადა, ალჟირს ტექნიკა და კრეატივი ნამდვილად არ დაეწუნება…

მაგრამ შევთანხმდეთ - მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ასე არ თამაშობენ და თუ თამაშობენ, იღებენ იმას, რაც პეტკოვიჩმა და მისმა გუნდმა მიიღეს.

ფაქტები

ბრილ ემბოლო გახდა პირველი შვეიცარიელი ფეხბურთელი, ვინც ორ სხვადასხვა მუნდიალზე (2022 და 2026) 2 გოლი მიითვალა.

2014-21 წლებში ალჟირის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ პეტკოვიჩი, შვეიცარიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა. საინტერესოა, რომ შვეიცარიის ნაკრების დღევანდელი დამრიგებელი მურატ იაკინი ცოტა ხნით მისი ასისტენტიც გახლდათ.

შვეიცარიისა და ალჟირის ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატებზე აქამდე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. მათ ორი ამხანაგური მატჩი გამართეს - 1983 წელს ალჟირელებმა 2:1 მოიგეს, ხოლო 1986 წელს შვეიცარიამ 2:0 იმარჯვა.

შვეიცარიის ნაკრები ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში.

← მთავარი