11 მაისს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ახალ სულიერ მამამთავრად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გამოვლინდა — მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
პატრიარქობის სხვა კანდიდატებიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა — 7 ხმა. ერთი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.
ტაძარში შეშვება 10:00 საათიდან დაიწყო. გაფართოებული სხდომა 13:00 საათზე გაიხსნა — კენჭისყრაში წმინდა სინოდის წევრები, სამღვდელოება და ერისკაცთა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინტრონიზაციის თარიღის გამოცხადება ახლადარჩეულ პატრიარქს მიენდო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი დადგა.