დღეს, 11 მაისს, საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს. სამების ეზოში შეკრებილი ხალხისთვის ყველაზე ემოციური კადრი ბერ ანდრია გეწაძის ვიდეო გახდა: ახლად არჩეულ პატრიარქს მისი და, ლელა მუჯირი, მხარზე ეამბორება.

ბევრმა მოქალაქემ პირველად შეიტყო, რომ ახალ პატრიარქს ჰყავს და. ლელა მუჯირი ხუთი შვილის დედაა — ოჯახის ახლობელთა განმარტებით, „თავმდაბლობა ამ ოჯახის მთავარი ნიშანია”. პროფესიით ფსიქოლოგი, ის სხვადასხვა გადაცემებში მონაწილეობს, ბავშვებთან მუშაობს, თუმცა ძმაზე საჯაროდ ოდესმე არ უსაუბრია.

„ლელა საოცარი ადამიანია. ამ კადრებითაც მიხვდებით, რა მოწიწება აქვს ძმის მიმართ”, — ამბობს ოჯახის ახლობელი.
მეუფე შიომ კათოლიკოს-პატრიარქობის კენჭისყრაში 22 ხმა მიიღო. სხვა კანდიდატებიდან მეუფე იობს 9, მეუფე გრიგოლს კი 7 ხმა ერგო. ერთი ბიულეტენი გაუქმდა.