← მთავარი
საზოგადოება

შიო III-მ სვეტიცხოვლიდან პირველი ქადაგება წარმოთქვა

12 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge · newposts.ge
შიო III-მ სვეტიცხოვლიდან პირველი ქადაგება წარმოთქვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა შიო III-მ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქის სტატუსით პირველი ქადაგება წარმოთქვა.

„ამ ღვთივკურთხეულ დღეს, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად, მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას: „მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე”. ვსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლადმოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა კათოლიკოს-პატრიარქად”, — განაცხადა ახალმა პატრიარქმა.

შიო III-ის თქმით, 2 000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული საქართველოსკენ გამოემართა. „სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე. საუკუნეებია, იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა, ეცემა და ისევ ფეხზე დგება”, — აღნიშნა პატრიარქმა.

პირველი ქადაგების დასასრულს შიო III-მ მრევლს სთხოვა, ილოცონ ეკლესიის მომავლისთვის. „გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიასა და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულითა და რწმენით განმტკიცებულნი, ერთობით ვადიდებდეთ უფალს, ვიყოთ ერთსამწყსო და ერთმწყემს”, — განაცხადა პატრიარქმა.

← მთავარი