საზოგადოება
შიო III სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა სრულიად საქართველოს ახლარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია.

საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები: საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყული (თავსაბური), ჯვარ-პანაღია და კვერთხი.
საქართველოს ეკლესიამ 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი 11 მაისს, სამების ტაძარში ჩატარებულ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩია. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო (მუჯირი)-ს 22 ხმა მიეცა. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა მიიღო.