საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს კონსტანტინოპოლში იწვევს
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ახლად აღსაყდრებულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს კონსტანტინოპოლში ვიზიტს სთავაზობს. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ორ პატრიარქს შორის 17 მაისს გულთბილი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„მსოფლიო პატრიარქმა მის უწმინდესობას გულითადად მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ტახტზე აღსაყდრება და უსურვა ნაყოფიერი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი მსახურება ეკლესიის გასაძლიერებლად, საქართველოსა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ,” — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შიო III-მ ბართლომეოსს გულთბილი მადლობა გადაუხადა. საუბრის ბოლოს მსოფლიო პატრიარქმა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქს „უახლოეს მომავალში” კონსტანტინოპოლში ვიზიტი შესთავაზა.