სპორტი
გიორგი შერმადინს გულის არითმია დაუდგინდა — ქართველ კალათბურთელს სეზონი დასრულდა
ესპანეთის კლუბ „ლაგუნა ტენერიფეს” ქართველ კალათბურთელს გიორგი შერმადინს გულის არითმია დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„შერმადინს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებია და ახლა ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. სამედიცინო მონიტორინგის გათვალისწინებით, ის რამდენიმე კვირის განმავლობაში თამაშს ვერ მოახერხებს,” — ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
„ტენერიფე” რეგულარული სეზონის დასრულებამდე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს, ხოლო 2 ივნისს პლეი-ოფი იწყება. შერმადინი ამ მატჩებს გამოტოვებს.
ლიგა ენდესის მიმდინარე სეზონში შერმადინი საშუალოდ 13.5 ქულასა და 4.9 მოხსნას აგროვებდა.