← მთავარი
სპორტი

შენგელიას „ბარსელონა” ნახევარფინალს მიუახლოვდა — „მურსია” 23 ქულის სხვაობით დაამარცხა

3 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
შენგელიას „ბარსელონა” ნახევარფინალს მიუახლოვდა — „მურსია” 23 ქულის სხვაობით დაამარცხა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხედფინალური სერია კატალონიელებმა ძლიერი გამარჯვებით გახსნეს — „ბარსელონამ” სტუმრად „მურსია” 91:68 (ნახევარი: 49:33) დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მეწვრთნელ როჯერ გრიმაუს სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 16 წუთსა და 37 წამში ქართველმა ფორვარდმა 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი მეტოქეები სამჯერ დაჯარიმდნენ.

„ბარსელონაში” საუკეთესო შედეგი დარიო ბრიზუელას ჰქონდა — 18 ქულა. ვილ კლაიბერნმა 12 ქულა დაასახელა, ხუან მარკოსმა, იან ვესელმა და იუსუფ ფალმა კი — 10-10.

სერიის მომდევნო მატჩი „ბარსელონა” 4 ივნისს საკუთარ კედლებში გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ნახევარფინალის საგზურს გაინაღდებს.

← მთავარი