← მთავარი
სპორტი

შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

23 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი -

შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - “ბარსელონა” დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა11:05/23-06-2026+-ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური სერიის მესამე შეხვედრა უკიდურესად დრამატული გამოდგა თორნიკე შენგელიას „ბარსელონასთვის“. კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე 18-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა კი შეძლეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უპირატესობა მაინც „ვალენსიას“ მხარეს აღმოჩნდა - 80:88. ამ მარცხის შემდეგ ბარსელონელები სერიაში 1:2 ჩამორჩნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მასპინძელთა რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. შენგელიამ პარკეტზე 33:46 წუთი გაატარა და ამ დროში გუნდს 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. თორნიკემ უმაღლესი პროცენტული მაჩვენებლით შეუტია: 11-დან 9 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ფორვარდს ბურთი არცერთხელ დაუკარგავს, თავად 4 პერსონალური ფოლი მიიღო, ხოლო მეტოქეებმა მის წინააღმდეგ წესები 7-ჯერ დაარღვიეს.

შედეგად, შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30-ს მიაღწია, რაც „ბარსელონაში“ საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მატჩის ერთადერთი მოთამაშე, ვინც მას ამ კომპონენტში აჯობა, სტუმართა უკანახაზელი ჟან მონტერო გახლდათ. ვალენსიელთა ლეგიონერმა მორიგი ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა და 27:44 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

სერიის მომდევნო, მეოთხე მატჩს „ბარსელონა“ კვლავ საკუთარ კედლებში, 24 ივნისს გამართავს. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ანგარიშის გათანაბრებას შეძლებენ, ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა ვალენსიაში, მეხუთე გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვევა.

GBF.GEთეგები:თორნიკე შენგელია(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი