სპორტი
შენგელიას 14 ქულა — „ბარსელონამ” „ტენერიფე” ACB ნახევარფინალში 100:67 დაამარცხა
ესპანეთის ACB ლიგის ნახევარფინალის გახსნის მატჩში „ბარსელონამ” „ტენერიფე” 100:67 ანგარიშით დაამარცხა. ქართველი ფრთოსანი ცენტრი თორნიკე შენგელია მასპინძელი გუნდის სახელით მოედანზე 18 წუთი ითამაშა — ამ დროში 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი შეასრულა.
„ტენერიფეს” სახელით კი ქართველ სპორტსმენს ამჯერად ვერ ვიხილავდით: გიორგი შერმადინი გულის არითმიის გამო ექიმების რეკომენდაციით რამდენიმეკვირიან მკურნალობის კურსს გადის.
სერიის მომდევნო მატჩი 11 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.