← მთავარი
სპორტი

შენგელიას ისტორიული 37 ისტორიულ მატჩში

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
შენგელიას ისტორიული 37 ისტორიულ მატჩში

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთი ოვერტაიმში 91:89 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა, თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით (კაპიტანმა ფაქტობრივად, შეუცვლელად, 44:31 წუთი ითამაშა), გუნდმა მართლაც ბოლომდე იბრძოლა. პირველ მეოთხედში 14:32 ჩამორჩა, მეორე პერიოდში ესპანელები 22 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2:27 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა 76:79.

მარკიზ რიდმა კი წუთით ადრე სამიანით ანგარიში გაათანაბრა - 81:81. 23 წამით ადრე კი შეუჩერებელმა თორნიკე შენგელიამ საქართველო პირველად დააწინაურა - 83:81. ბოლო წამებზე ჰაიმე პრადილამ ფარქვეშიდან ორქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

ოვერტაიმში ესპანეთი ხუთი ქულით დაწინაურდა, თუმცა კვლავ შენგელია და 89:88 (დასრულებამდე 1:33 წუთით ადრე). ამ ჩაგდებით შენგელია 37 ქულამდე ავიდა, რაც ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრების რეკორდია.

მანამდე 36-36 ქულა ზაზა ფაჩულიასა და მაიკლ დიქსონს ჰქონდათ ჩაგდებული. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მარკიზ რიდმაც, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა, მან პარკეტზე თითქმის 42 წუთი გაატარა.

ოვერტაიმის დასრულებამდე 19 წამი რჩებოდა, მარკის რიდმა საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა - 91:89. ეს იყო ისტორიული გამარჯვება!

ასე და ამგვარად, “ჯვაროსნები” მომდევნო ეტაპზე 3 მოგებითა და 3 წაგებით გადავიდნენ. 4 მოგება და 2 წაგება აქვს უკრაინას, ხოლო ესპანეთს ხუთი მოგება და ერთი წაგება. დანია 0 მოგებით მომდევნო ეტაპზე ვეღარ ითამაშებს.

ჩვენი ჯგუფის ტოპ-ტრიო B ჯგუფის პირველ სამეულს (მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი) დაუპირისპირდება. მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები აგვისტოში, ნოემბერსა და თებერვალში გაიმართება.

მატჩის შემდეგ

თორნიკე შენგელია: “ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩვენი გუნდისთვის, ქომაგისთვის, ქვეყნისთვის. გიჟური თამაში იყო. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი. მძიმედ დავიწყეთ, 22 ქულით ჩამოვრჩით, თუმცა არ დავნებდით.

უკრაინის მატჩის მსგავსი შეხვედერბი ზოგჯერ ხდება, მაგრამ ხასიათი სწორედ ასეთი წაგებული მატჩების შემდეგ უნდა გამოავლინო. ეს თულია, მითუმეტეს, როცა ესპანეთს ეთამაშები. უკრაინასთან მატჩის შემდეგ იყო დიდი წნეხი, თუმცა ბიჭებს ვუთხარი - ისიამოვნეთ თამაშით. არ დაგვიკარგავს რწმენა და მიზანსაც მივაღწიეთ. არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს გულშემატკივრებს, რომელმაც დიდი ენერგია მოგვცეს.

37 ქულა სასიამოვნოა, მაგრამ არასოდეს ვუყურებ პირად სტატისტიკას. როდესაც ამ რიცხვს გაიხსენებენ, აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვან გუნდის დამსახურებას”.

ალექსანდრ ჯიკიჩი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “საქართველოში ყოველ ჩამოსვლაზე, რაღაცას ვსწავლობ. დღეს ჩვენმა გუნდმა აჩვენა, რომ შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა. აჩვენა თავისი სახე. ვფიქრობ, ეს იყო დიდი მოგება ძალიან კარგ გუნდთან - ესპანეთთან.

დაუჯერებელია, რასაც ჩემი კალათბურთელები აკეთებენ. ბიჭები მეუბნებიან, არ გამომცვალოო. ნახეთ, რამდენს თამაშობენ, მაგრამ მაინც დიდი ენერგია აქვთ”.

ჩუს მატეო (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): “ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. კარგად დავიწყეთ, თუმცა ბოლო წამებზე მასპინძლებმა ძალიან, ძალიან მაგრად ითამაშეს.

ქართველებს მაღალი დონის ლიდერები ჰყავთ. ბოლოს ვერ გავაჩერეთ ეს ორი კაცი - შენგელია და რიდი. ძალიან კარგად ითამაშეს”.

← მთავარი